ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს


     ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს.

     დაკავებულია სოფელ ფლავის მკვიდრი 22 წლის მამაკაცი, ის ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი. 
 
     სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ მომხდართან დაკავშირებით უკვე ამოქმედებულია ევროკავშირის ცხელი ხაზი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно