,,ქოცნაცური მანკიერი მმართველობითი სისტემის დემინტაჟი უნდა მოხდეს"– კირვალიძე


     "ქოცნაცური მანკიერი მმართველობითი სისტემის დემინტაჟი უნდა მოხდეს,"– ამის შესახებ პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე აცხადებს.

      მისი აზრით, ხელისუფლების სისუსტის გამო ,,პარლამენტთან ნაცლიდერების და მათი ანასხლეტების დოღია გაჩაღებული, რომლებიც ზაზა სარალიძეს და სტუდენტ და მოსწავლე ახალგაზრდობას არიან ამოფარებულნი."

     ,,გუშინ, ფილარმონიასთან ქოცისტურმა ხელისუფლებამ ქართველი პატრიოტები დააკავა, - რამაზ გაგნიძე, კოკა მორგოშია, გურამ ქართველიშვილი, ლაშა ამირეჯიბი და სხვები! ამგვარი ანტიეროვნული ქმედებით, ქოცები ცდილობენ სახელი გაუტეხონ ქართულ პატრიოტულ ორგანიზაციებს და პიროვნებებს, მათგან შექმნან გამარგინალებული მოფაშისტო სახეები, რათა შემდგომ მათი დაკავება-დაპატიმრებით თავი მოაწონონ დასავლელ ნეოლიბერალ პატრონებს იმის ჩვენებით, თუ როგორ "იცავს" ხელისუფლება ქვეყნის შიგნით "ლიბერალურ ღირებულებებს", ე.წ. პროდასავლურ ოპოზიციას ნაცების და მათი მსგავსი პოლიტჯგუფების სახით! ამიტომაა, რომ პარლამენტთან ნაცლიდერების და მათი ანასხლეტების დოღია გაჩაღებული, რომლებიც ზაზა სარალიძეს და სტუდენტ და მოსწავლე ახალგაზრდობას არიან ამოფარებულნი! დიახ, ნაცი და ქოცი ერთი ნაგავია, - ნაცქოცური სპეციფიური "პოლიტიკური სუნით", რომელიც ყარს! დიახაც, ქვეყანაში ამ მანკიერი სისტემის და ნაცქოცური მმართველობის სასწრაფო დემონტაჟი უნდა მოხდეს,"– აღნიშნავს პოლიტოლოგი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно