გიორგი მარგველაშვილმა ლევან გორგაძეს უმასპინძლა (+ფოტო)


     საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან ერთად სასახლეში ქართველ სუმოისტს ლევან გორგაძე-ტოჩინოშინს უმასპინძლა.

     პრეზიდენტმა ტოჩინოშინს მსოფლიო ასპარეზზე საქართველოს წარმოჩენისა და პოპულარიზაციისათვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

     თავის მხრივ, ლევან გორგაძე-ტოჩინოშინმა პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა მიმდინარე წელს, იმპერატორის თასის მოპოვების შემდეგ, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოს - ღირსების ორდენის მინიჭებისათვის.
 
 
 

 
 
 
 
 
 
 

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно