საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი, ფეისბუქზე შემდეგი შინაარსის სახალისო სტატუსს აქვეყნებს:
ცოცხალია და ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს, მაგრამ ვთქვათ, ხვალ გადაბრუნდა და ვეღარ გადმობრუნდა, პარლამენტის, მთავრობის და პრეზიდენტის გარეშე უნდა დავრჩეთ სამუდამოდ?! არ მოიწვევს ზურაბიშვილი და შეიკრიბებიან არჩეული დეპუტატები ცესკოს შემაჯამებელი ოქმის საფუძველზე. ახლა ზურაბიშვილს არჩევნების შედეგები არ მოსწონს!
ვთქვათ, არც ახალი არჩევნების შედეგები მოეწონა, მერე ხელახალი არჩევნების შედეგებიც არ მოეწონა, მერე კიდევ არ მოეწონა, მერე კიდევ და მერე კიდევ...
რა უნდა ვქნათ, რას ამბობს კონსტიტუცია?! დაელოდეთ გადაბრუნებას და აღარ დაელოდოთ გადმობრუნებასო?! პრეზიდენტია თუ უზურპატორი?!