პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია დროებით შეჩერებულია. როგორც ,,თეთრი ხმაურის მოძრაობის" ლიდერმა განაცხადა აქციის მონაწილეები ოფისში გადაინაცვლებენ, მიზეზად კი ესკალაციის თავიდან აცილება დაასახელა.
,,აქ შეიძლება აღარ შევიკრიბოთ. ინფორმაციას მოგვიანებით, „ფეისბუქით" გავავრცელებთ",- განაცხადა წიქარიშვილმა.
დილიდან კი სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების მიერ გვიან ღამით დადგმული კარვები აიღეს.
