ოკუპირებულ აფხაზეთში რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვენ


     ოკუპირებულ აფხაზეთში რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვენ.

     ოპოზიციურმა პარტიამ "ამცახარამ" ე.წ. პრეზიდენტს ღია წერილით მიმართა. ოპოზიციამ ხაჯიმბას მოუწოდა მას დაუყოვნებლივ და ნებაყოფლობით დატოვოს თანამდებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიციური ძალები ფართომასშტაბიან საპროტესტო გამოსვლებს აანონსებენ.

     ოპოზიციის წარმომადგენლები რაულ ხაჯიმბას კორუფციასა და წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტმა ვერ ჩამოაყალიბა. ქმედითუნარიანი მთავრობა, არ გაატარა დაპირებული პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები, რამაც აფხაზეთის მოსახლეობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად დაამძიმა.
скачать dle 11.0фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/106046