„თქვენი ხელწამოსაკრავი არ არის ქალბატონი თეა წულუკიანი"– თალაკვაძე


     „თქვენი ხელწამოსაკრავი არ არის ქალბატონი თეა წულუკიანი,"- ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს. 
 
      „ნაციონალური მოძრაობა” კიდევ ერთხელ, ჩვენს თვალწინ კარგავს რეალობის შეგრძნებას. ერთის მხრივ ამბობს, რომ კომისიის შექმნა არის ფარსი და აქვე გვეუბნება, რომ შევქმნათ კიდევ ერთი კომისია. თუ შეიძლება ტაიმ-აუტი აიღეთ, იქნებ მოილაპარაკოთ და ერთ პოზიციაზე ჩამოყალიბდეთ – გინდათ კომისიაში მონაწილეობა თუ არ გინდათ, რადგან ცალი ხელით კომისიას ითხოვთ და ამავდროულად ამბობთ, რომ ეს ყველაფერი სიყალბე და ფარსია, როგორც მინიმუმ, ეს არასერიოზულად გამოიყურება. გირჩევიათ თქვენი იუსტიციის მინისტრი გამოიძახოთ და პასუხები გასცეს საზოგადოებას და მართლმსაჯულებას,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

      პარლამენტმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისია უნდა დაამტკიცოს. რიგგარეშე სხდომა ორი საათია, მიმდინარებს. დეპუტატები საგამოძიებო კომისიის ფორმირების საკითხს განიხილავენ. „ნაციონალური მოძრაობა" კომისიის შექმნას მხარს არ უჭერს და თეა წულუკიანის თანანმდებობიდან გადაყენებას ითხოვს.
скачать dle 11.0фильмы бесплатно