ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალებმა ორი ადამიანი დააკავეს.
პირველი არხის ინფორმაციით, გატაცებულთაგან ერთი მამათა მონასტრის ბერ-მონაზონია, ხოლო მეორე მრევლის წევრი. ისინი სავარაუდოდ ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით არიან დაკავებული.
არსებული ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ისინი მონასტრის მიმდებარედ, წყაროსთან დააკავეს.
წყარო: https://1tv.ge/news/lomisis-monastris-mimdebare-teritoriaze-rusma-samkhedroebma-ori-adamiani-daakaves/