სომხეთის პატრიარქი გადადგომას არ აპირებს


     სომხეთის პატრიარქი გადადგომას არ აპირებს. ამის შესახებ, ერევანში გამართულ საპროტესტო აქციის აქტივისტებთან შეხვედრის შემდეგ, ერთ-ერთმა ეპისკოპოსმა განაცხადა.

     სასულიერო პირის თქმით, გარეგინ მეორის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების მტკიცებულებები არ არსებობს.

     ერევანში გამართული მსვლელობის მონაწილეები  კი ამტკიცებენ, რომ სომხეთის პატრიარქი ბიზნეს საქმიანობაშია ჩართული და მას თანამშრომლების მიმართ პატრიარქისთვის შეუფერებელ უხამს გამონათქვამებში ადანაშაულებენ.
скачать dle 11.0фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/106188