არჩილ ტატუნაშვილს ცხვირი ფაქტობრივად მიკერებული ჰქონდა– ექსპერტი


     ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზის პირველ დასკვნას არასამთავრობო ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა ცენტრში" ეხმაურებიან. 

     თამარ ავალიანის შეფასებით, დასკვნაში არ არის საუბარი სავარაუდოდ, ტყვიის კვალზე, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის ცხედარზე - თავის არეში დამოუკიდებელმა ექსპერტებმა დააფიქსირეს. ავალიანი ვარაუდობს, რომ ტატუნაშვილი აწამეს.

     ქართველი ჯარისკაცის სიკვდილის მიზეზი კომპლექსურმა ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს.

     „არჩილ ტატუნაშვილს როდესაც ცოცხალი იყო, მაშინ მიაყენეს ეს მრავალგზის დაზიანებები. სრულყოფილად არ არის აღწერილი ყველა დაზიანება, მაგალითად, ცხვირი, ფაქტობრივად, მიკერებული ჰქონდა არჩილ ტატუნაშვილს, ამაზე არ არის საუბარი. შუბლზე, როგორც ოჯახი საუბრობს, ჰქონდა ნაჭდევივით, დაზიანება ად ნატყვიარი. ეს დაზიანება უნდა აღწერილიყო და მარცხენა საფეთქელი, ასევე შეზნექილი ჰქონდა და ამაზეც არ არის საუბარი დასკვნის ძირითად ნაწილში. ეს დასკვნა იძლევა საფუძვლიან ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ არჩილ ტატუნაშვილი იქნა ნაწამები,"- განაცხადა ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, თამარ ავალიანმა.

     გამოძიების ნაკლოვანებებსა და ხარვეზებზე ცენტრ „ემპათიის" ხელმძღვანელი საუბრობს, რომლის ექსპერტები ტატუნაშვილის ცხედრის გამოკვლევაში იყვნენ ჩართულები.

      „არ არის დასმული არანაირი შეკითხვა გამოძიების მხრიდან ექსპერტებისადმი წამებასთან დაკავშირებით. საქმე არ არის აღძრული წამების მუხლით. ჩვენი დამატებითი მოსაზრება წამებასთან დაკავშირებით უნდა გახდეს საფუძველი, რომ გადააკვალიფიციროს გამოძიებამ მუხლი. ვფიქრობ, რომ შეგნებულია ეს ნაბიჯი, შევხვდით პროკურორს, მივმართეთ ექსპერტიზას, პროკურატურას, რომ არ მიმდინარეობს და სწორად არც გამოძიება და არც ექსპერტიზა. არის ორი ვერსია - დაბალი პროფესიონალიზმი და რუსეთთან მათი ლოიალობა და შეიძლება პირდაპირი თანამშრომლობა გარკვეული სპეცსამსახურების,"- განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/105969