საჩხერის მუნიციპალიტეტის 6 სოფლის (ხვანი, ლიჩი, ღოდორა, ტმანი, ვაკისა, გორიჯვარი) დამაკავშირებელი 11 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დაიწყო.
პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. გზის მთელ სიგრძეზე მოეწყობა რკინა-ბეტონის კიუვეტები, გაბიონის საყრდენი კედლები, ლითონისა და რკინა-ბეტონის წყალგამტარი მილები.
პროექტის დასრულების შემდეგ კი, საჩხერის მუნიციპალიტეტის 6 სოფლის, დაახლოებით, 600 ოჯახი უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებს გადაადგილებას.