,,პითონი კა ცდილობს კანი შეიცვალოს, ივანიშვილის სისტემა შეტორტმანდა"– სააკაშვილი


     სამთავრობო ცვლილებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, საქართველოს ექსპრეზიდენტი სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

      მიხეილ სააკაშვილი ახალი საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და საკვანძო თანანმდებობებზე ამერიკელი და ბრიტანელი სპეციალისტების დანიშვნის საკითხს აყენებს.

      ,,პითონი კა ცდილობს კანი შეიცვალოს. ივანიშვილის სისტემა შეტორტმანდა სახალხო ზეწოლის ქვეშ და ის ემზადება მთავრობის შესაცვლელად. საქარველოს "მთავრობა" აუცილებლად უნდა შეიცვალოს, მაგრამ არა ოლიგარქის მორიგი (მოსკოვთან შეთანხმებული) თოჯინებით. ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება სახალხო ნდობის მქონე მთავრობა, უცხოელი, სასურველია ამერიკელი და ბრიტანელი მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში, სახალხო ნდობით აღჭურვილი პროკურორი (შესაძლებელია უცხოელი იურისტის მოწვევა) და ახალი საპარლამენტო არჩევნები, ჩატარებული საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციის და არა ოლიგარქის მიერ"–წერს მიხეილ სააკაშვილი.
скачать dle 11.0фильмы бесплатно