,,შევძლებთ და შევამცირებთ ჩამორჩენას დემოკრატიის მაღალ სტანდარტსა და ეკონომიურ მდგომარეობას შორის"- ბახტაძე » UltraPress.Ge
,,შევძლებთ და შევამცირებთ ჩამორჩენას დემოკრატიის მაღალ სტანდარტსა და ეკონომიურ მდგომარეობას შორის"- ბახტაძე


     პრემიერად წარდგენის შემდეგ ბახტაძემ განაცხადა, რომ მას ქვეყნის განვითარებისთვის რამდენიმე პუნქტიანი გეგმა აქვს.

    „პირველი - ეს იქნება ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის ბოლომდე მიყვანა და საქართველოს ევროპულ სივრცეში სრული ინტეგრაცია.

     მეორე - ჩვენ განვახორციელებთ ინოვაციურ და ფუნდამენტურ რეფორმებს ყველა საჭირო მიმართულებით, ჩამოვაყალიბებთ ახალ ეკონომიკურ მოდელს, ახალი სამართლიანი წესებით, რომელიც შეეხება თითოეულ ოჯახს. შევძლებთ და შევამცირებთ ჩამორჩენას დემოკრატიის მაღალ სტანდარტსა და ეკონომიურ მდგომარეობას შორის.

    მესამე - მცირე მთავრობის კონცეფცია, საქართველოს სჭირდება მცირე, მაგრამ ამავდროულად მოქნილი და ეფექტური სამთავრობო უწყებები, მიზანშეწონილად მიმაჩნია გაძლიერდეს ინსტიტუციური და საზოგადოებრივი კონტროლი ამ უწყებებზე, ამავე დროს ანტიკორუფციული ხაზით.

    მეოთხე - განათლება, ინოვაცია და ახალგაზრდობა,"-განაცხადა ბახტაძემ.
скачать dle 11.0фильмы бесплатно