"ერთ-ერთი კითხვის ავტორი მემორიალზე ცეკვავდა, არ ეცალა და არ მომისმინა" - წულუკიანი სუბელიანზე


     "ერთ-ერთი კითხვის ავტორი მემორიალზე ცეკვავდა, არ ეცალა და არ მომისმინა,"- ეს განცხადება, იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ანა სუბელიანის მისამართით გააკეთა. პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე თეა წულუკიანმა დასმულ შეკითხვას უპასუხა, რომელიც ანა სუბელიანისა და თამაზ ახობაძის იუსტიციის სამინისტროდან 2014 წელს გათავისუფლებას ეხებოდა.

     როგორც ცნობილია, გადაწყვეტილება მათ სასამართლოში გაასაჩივრეს და სამივე ინსტანციაში მოიგეს, თუმცა გადაწყვეტილება აღსრულებული დღემდე არ არის. თუმცა წულუკიანის თქმით, იმის მტკიცება, რომ იუსტიციის სამინისტრო გადაწყვეტილებებს არ ასრულებს, სიცრუეა. თეა წულუკიანმა მართლმსაჯულების სისტემაში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა.

     „ახლა ქალბატონი გიგაური, სუბელიანი და სხვები, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს უგებდნენ რეფორმირებულ სასამართლოში დავებს, არიან უკმაყოფილო ამავე სასამართლოთი. ამიტომ უნდა ავირჩიოთ, რა გვინდა, სასამართლო დავებს თუ იგებთ, რატომ არის სასამართლო ცუდი. ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს, მაგრამ ამ კითხვას პასუხი უნდა გავცე. ბევრჯერ გავეცი პასუხი, მაგრამ ერთ-ერთი კითხვის ავტორი მემორიალზე ცეკვავდა, არ ეცალა და არ მომისმინა. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ცრუ არის მტკიცება იმის შესახებ, რომ იუსტიციის სამინისტროს სისტემა ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს არ ასრულებს. ეს არის სიცრუე, ქალბატონი სუბელიანი, ბატონი ახობაძე, როგორც კი სააღსრულებო ფურცელი შემოვიდა, იყვნენ სააღსრულებო ბიუროში და მათ დაიწყეს ვაჭრობა ფულზე და თქვეს, მოგვეცით უფრო მეტი ფული, მოიხადეთ ბოდიში,"- განაცხადა თეა წულუკიანმა, რასაც დარბაზში პროტესტი მოჰყვა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/107015