რუსმა ოკუპანტებმა 94 წლის მოხუცი გაიტაცეს


     რუსმა სამხედროებმა კასპის რაიონის, სოფელ საკორინთლოდან 94 წლის მოხუცი გაიტაცეს.

     როგორც ადგილობრივები ყვებიან, შეიარაღებულმა პირებმა გოდა ღარიბაშვილი საკუთარი ბაღიდან გაიტაცეს. მოხუცს ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთია.

     ადგილობრივების ინფორმაციით მოხუცს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ის საგანგებო მოპყრობას საჭიროებს.
скачать dle 11.0фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/107856