,,ზაზა ოქუაშვილი არის ნამდვილი გმირი, კერკეტი კაკალი,რომელიც ვერ გატეხა სისტემამ"– სააკაშვილი


     ,,რაც მე ვიხილე გუშინ ტელევიზიით, ჩემთვის არ არის გასაკვირი. ამ კაცმა ივანიშვილმა მთელი ფული იშოვა 90-იანებში სხვა ხალხის ძარცვით და ის დაკავდა ბოლო წლებში თითოეული თქვენგანის გაქურდვით,"- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ,,ომეგა ჯგუფის" ხელმძღვანელის, ზაზა ოქუაშვილის სკანდალურ ინტერვიუს გამოეხმაურა.
 
     მისი თქმით ,,ზაზა ოქუაშვილი არის ნამდვილი გმირი.კერკეტი კაკალი,რომელიც ვერ გატეხა სისტემამ."
 
      სააკაშვილის განცხადებით, ივანიშვილის ხელისუფლება ყველა სფეროში თაღლითური სქემით მუშაობს.

     ,,მან გაგქურდათ ელექტროენერგიის ტარიფებით, რომელიც აგიწიათ, რათა ემუშავა მის ბიტკოინების ფაბრიკებს. მან  მოიპარა სიგარეტის თითოეული კოლოფიდან 2.5 თეთრი. მან გაგქურდათ საბანკო კრედიტების მეშვეობით იმიტომ რომ თვითონ არის საქართველოს მთავარი მევახშე. მან შეავიწროვა პატარა ბიზნესები იმიტომ რომ თვითონა რ ის მონოპოლისტი უკლებლივ ყველა სფეროში.

     მან გაქურდა საქართველოს ბიუჯეტი და გაანადგურა საქართველოს მილიარდიანი რკინიგზა, პრაქტიკულად აქცია წამგებიანად. სადაც გაიხედავ ყველგან გვაქვს კატასტროფა. და მარტო „ომეგა" ?

     ის, რაც ვიხილე იუსტიციის სახლებში, ეს რიგები. მეგობრებო, იუსტიციის სახლები ისეა მოწყობილი ტექნოლოგიურად რომ შეუძლებელია იქ იყოს რიგები, როგორ მოახერხეს ამ უდღეურებმა, ამ აწყობილი სისტემის ასე განადგურება. ჩვენმა სიმწრით შექმნილმა სახელმწფო აპარატმა გაძლო რამდენიმე წელი და ისევ ჩამოიშალა. კორუფცია დაბრუნდა  უკლებლივ ყველა რგოლში და იმ ხალხს მინდა ვუთხრა, ვინც იძახის, სააკაშვილის დროსაც იყო და ივანიშვილის დროსაც. რანაირად ხალხო, ვერ გავიგე მართლა სკლეროზი ხო არ გჭირთ?

     მე არაფერი მაქვს, ივანიშვილმა მილიარდები იშოვა. ბოლოს და ბოლოს, ჩემს დროს ეკონომიკა ოთხჯერ გაიზარდა, ამის დროს არ იზრდება, ჩემ დროს სიღარიბე შემცირდა, ამის დროს ორჯერ გაიზარდა, რანაირად არის ერთი და იგივე?- ეს იმხელა განსხვავებაა, როგორც დღე და ღამე, როგორც ცა და დედამიწა, ამიტომ 28-ში ჩვენ უნდა მოვიგოთ საპრეზიდენტო არჩევნები. უნდა ჩამოყალიბდეს ეროვნულ ძალებზე დაფუძნებული ახალი მთავრობა, შემდეგ ამ მთავრობამ უნდა გამოიყვანოს საქართველო ჭაობიდან საქართველომ უნდა განაგრძოს წინსვლა და თითოეულმა ქართულმა ოჯახმა უნდა იგრძნოს შვება"-აცხადებს სააკაშვილი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно