„ვისაუბრებთ უკანონო ბორდერიზაციაზე, უკანონო დაკავების გახშირებულ ფაქტებზე" - ერგნეთში შეხვედრა იწყება


     ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრა იწყება.

     ერგნეთში იმყოფება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ანთაძე.

     ანთაძის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე განსახილველად 10 საკითხი დგას. მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და სასტიკი მკვლელობის ფაქტს. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა გაურკვეველ გარემოებაში საქართველოს მოქალაქის დავით ბაშარულის გარდაცვალების ფაქტი იქნება.  დღის წესრიგში დგას სამოქალაქო აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან შევიწროების საკითხიც.

     „ვისაუბრებთ უკანონო ბორდერიზაციაზე, უკანონო დაკავების გახშირებულ ფაქტებზე და აგრეთვე ადგილობრივი მოსახლეობისთვის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გადაადგილების პრობლემებზე,”-აცხადებს ანთაძე.

     როგორც ცნობილია, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის გამო გალში ინციდენტების პრევენციის შეხვედრა ჩაიშალა. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას ანთაძის თქმით, წინასწარ საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა შეხვედრა ისევ ჩაიშალოს არასწორია.

     „წინასწარ ნუ ვისაუბრებთ ჩაშლა არ ჩაშლაზე, მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის. შეხვედრაზე შევდივართ ამ განწყობით"- აცხადებს ანთაძე. რაც შეეხება ტატუნაშვილის საქმეს და საქართველოში ჩატარებულ ექსპერტიზას. ერგნეთის წინა შეხვედრაზე საოკუპაციო რეჟიმმა განაცხადა, რომ ქართულ მხარეს მათთვის არ წარმოუდგენია ექსპერტიზის დასკვნა.  მათი განმარტებით, ექსპერტიზის დასკვნის თარგმანი ვერ მოესწრო, რის გამოც დოკუმენტი საოკუპაციო რეჟიმს ზეპირად გააცნეს. დღევანდელი შეხვედრის დაწყების წინ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზის შესახებ დოკუმენტი გააცნეს საოკუპაციო რეჟიმს და თუ მათ რაიმე კითხვა კიდევ გაუჩნდებათ, ქართული მხარე საპასუხოდ მზად არის.   
скачать dle 11.0фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/108644