კახეთში 92 000-მდე ტონა ყურძენი გადამუშავდა, მევენახეების შემოსავალმა კი 145 მლნ ლარს მიაღწია


     18 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 92 000-მდე ტონა ყურძენი გადამუშავდა, მევენახეების შემოსავალმა 145 მლნ ლარს მიაღწია.
► კახეთში 92 000-მდე ტონა ყურძენია გადამუშავებული, აქედან:
•52 000 ტონამდე საფერავი;
•29 000 ტონამდე რქაწითელი;
•1 500 ტონამდე კახური მწვანე;
•სხვადასხვა ჯიში.
► რთველის დაწყებიდან დღემდე ყურძენი ღვინის საწარმოებს 10200-მა მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავალმა 145 მლნ ლარს მიაღწია.
► ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავდა:
•გურჯაანის მუნიციპალიტეტში - 27 000 ტონა;
•ყვარელში - 27 000 ტონა; 
•თელავში - 18 500 ტონა;
•სიღნაღში - 8 400 ტონა;
•დედოფლისწყაროში - 3 800 ტონა;
•ახმეტაში - 3 000 ტონა;
•ლაგოდეხში - 1 500 ტონამდე.
•საგარეჯო - 955 ტონა.
► რთველი 2018-ის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის 225 კომპანიაა დარეგისტრირებული. ყურძენი უკვე გადაამუშავა 175-მა ღვინის კომპანიამ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно