,,ტატუნაშვილი გარდაიცვალა, იმის განცხადებით, რომ მოკლეს, თქვენ ამახინჯებთ ფაქტებს" – კოჩიევი


     ,,ტატუნაშვილი გარდაიცვალა, იმის განცხადებით, რომ მოკლეს, თქვენ ამახინჯებთ ფაქტებს," – ამის შესახებ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დეფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ეგორ კოჩიევმა ერგნეთში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
 
      კოჩიევის თქმით, საქართველოში ჩატარებული ექსპერტიზითაც კი არ დგინდება, რომ ტატუნაშვილი მოკლულია.

     „ქართულმა ექსპერტიზამ არ გასცა პირდაპირი პასუხი არცერთ დასმულ კითხვას, ამიტომ იმის განცხადებით, რომ ტატუნაშვილი მოკლეს, თქვენ ამახინჯებთ ფაქტებს. ტატუნაშვილი გარდაიცვალა და არც ერთმა ექსპერტიზამ არც ქართულმა და არც ოსურმა წამების ფაქტის შესახებ პასუხი კითხვას არ გასცა. რაც შეეხება ოთხოზორია ტატუნაშვილის საქმეს - ჩვენ არ გვესმის ტატუნაშვილი გარდაიცვალაამ სიის შექნის მოტივაცია. პასუხად მინდა გითხრათ, რომ ჩვენც გვაქვს ჩვენი სია, რომელიც საქართველოს მიერ ჩადენილ დანაშაულს ასახავს,"- აცხადებს კოჩივი.
скачать dle 11.0фильмы бесплатно