,,ნაჭერ-ნაჭერ იყიდება დიდი ისტორიის, ყოფილი სახელმწიფო, ,,შპს საქართველო" – ბაღათურია


     ,,ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია ,,ფეისბუქზე" შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:
 
    ,,ნაჭერ-ნაჭერ იყიდება დიდი ისტორიის, წინაპართა სისხლით, ოფლით და ცრემლით მორწყული ყოფილი სახელმწიფო, ”შპს საქართველო.” ახალმა მთავრობამ თავის მთავარ ამოცანად, საქართველოს ინდუსტრიალიზაცია და სოფლად არსებული ”ჭარბი” მოსახლეობის აყრა საკუთარი მიწიდან და ინდუსტრიულ ცენტრებში გადმოსახლება გამოაცხადა. როგორც ჩანს არაბული და არაბული დასახლებებისთვის მიწა არ ჰყოფნით.
 
     სინამდვილეში ყველაფერი პირიქით უნდა იყოს, სოფლები ისედაც დაცარიელდა და ქართველების ნაცვლად იქ თურქები, არაბები და ინდოელები უკვე სახლდებიან, მთავარი რაც უნდა გაკეთდეს დღეს ეს არის ქალაქში ”სატაქსაოდ” ჩამოსული გლეხის სოფელში, საკუთარ მიწის პატრონად და გუთნისდედად დაბრუნებაა.

     P.S. ჰო მართლა ცნობისთვის, ეს იუსტიციის სახლში, მიწის გადასაფორმებლად, მოქალაქეობის და სამუდამო ბინადრობის მისაღებად, თავმოყრილი ”ახალი ქართველებია”, ის ვინც ემზადება ამ მიწის ბატონ-პატრონობისთვის"– წერს ჯონდი ბაღათურია.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно