,,ოკუპირებული ტერიტორიები ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე ბარიერი არ იქნება"- როზარია პულისი


     ,,ოკუპირებული ტერიტორიები ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე ბარიერი არ იქნება," - ამის შესახებ ბრუსელის სამიტის დასრულების შემდეგ საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა განაცხადა.

     როზარია პულისი ამბობს, რომ ბუქარესტის სამიტის შემდეგ მოკავშირეებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას და აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

     რაც შეეხება თავად ნატო-ში გაწევრიანების პროცესს, ევროპელი დიპლომატი ამბობს, რომ ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის მაკედონიის მიპატიჟება კარგი სიგნალია საქართველოსთვის, რომ ალიანსი ინარჩუნებს ღია კარის პოლიტიკას.
скачать dle 11.0фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/108995