აჭარის მთავრობის მეთაური ზურაბ პატარაძე გადადგა


     აჭარის მთავრობის მეთაური ზურაბ პატარაძე თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

     "მე ვიყავი, ვარ და ვიქნები "ქართული ოცნების" გუნდის წევრი და ძალიან ბევრს გავაკეთებ მომავალში ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ,"-განაცხადა ზურაბ პატარიძემ.

     მან მადლობა გადაუხადა "ქართულ ოცნებას" იმისათის რომ მისცა საშუალება დაეკავებინა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტი.

     პატარიძემ აღნიშნა, რომ მთავრობის ახალ თავმჯდომარეს მაქსიმალურად დაუჭერს მხარს და მასთან ერთად ყველაფერს გააკეთებს აჭარის განვითარებისთვის. მისი გადადგომის ფაქტს კი პატარიძემ "ჩვეულებრივი პროცესი, როტაცია" უწოდა და გავრცელებული ინფორმაცია, რომ ეს შესაძლოა კვირიკაშვილის გადადგომას უკავშირდებოდეს, უარყო.

     მან ასევე შეაჯამა 2-წლიანი მუშაობის პერიოდი. პატარაძის თქმით, წელს ტურისტების უპრეცენდენტო რაოდენობაა აჭარაში. 

ზურაბ პატარაძის განცხადებით, მთავრობის მთავარი პრიორიტეტი არის და იყო სეზონის გახანგრძლივება და ტურიზმის დივერსიფიცირება. 

 

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/108228