შარლ მიშელს ვუთხარი, რომ ოპოზიციას არაფრის რესურსი არ აქვს - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„შარლ მიშელს ვუთხარი, რა მდგომარეობაც არის დღეს საქართველოში, მათ შორის ისიც ვუთხარი, რომ ოპოზიციას ძალიან უჭირს ადამიანების მობილიზება, ოპოზიციას არ აქვს სახალხო მხარდაჭერა. ასეთ პირობებში, ვფიქრობ, მოვლენები ბევრად უფრო მარტივად წარიმართება, ვიდრე წარიმართა ოთხი წლის წინ. ოპოზიციას არაფრის რესურსი არ აქვს. ამ შემთხვევაში იმაზე ბევრად ნაკლები რესურსი აქვს, ვიდრე ჰქონდა ოთხი წლის წინ. რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას – მე კიდევ ერთხელ გავიმეორე შარლ მიშელთან, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია ნებისმიერი დისკუსიისთვის, ვართ აბსოლუტურად მოქნილი. ჩვენ დავუფიქსირეთ მზაობა დისკუსიებისთვის შარლ მიშელს და ეს არის ჩვენი ღია პოზიცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ
ევროპული საბჭოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა შედგა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრის ფარგლებში, რომელიც 2024 წლის 7 ნოემბერს ბუდაპეშტში გაიმართა.
აქტუალური
ვიდეო
ანალიტიკა
სხვადასხვა
რაულ ხაჯიმბა სირიაში ვიზიტს გეგმავს და ასადს სოხუმშიც ეპატიჟება
5-06-2018, 10:35
ტოჩინოშინმა ჩურჩხელები ამოავლო და პურები დააცხო (ფოტო)
9-06-2018, 15:28
თბილისს ორი საქალაქო – სარეაკრეაეციო პარკი ექნება
13-06-2018, 10:36