,,დადგა დრო დეტალურად ვისაუბროთ მსოფლიოში სხვდასხვა მტკივნეულ წერტილზე"– პუტინი ტრამპს


      ,,დადგა დრო დეტალურად ვისაუბროთ მსოფლიოში სხვდასხვა მტკივნეულ წერტილზე"– ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა. 
 
     „სასიამოვნოა თქვენთან შეხვედრა აქ, ფინეთის სტუმართმოყვარე მიწაზე, ჰელსინკიში. ჩვენი მუდმივი კონტაქტები გრძელდება. წინა თვეებში ვისაუბრეთ ტელეფონით და რამდენჯერმე შევხვდით სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიების ფარგლებში. დადგა დრო დეტალურად ვისაუბროთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე და მსოფლიოში სხვდასხვა მტკივნეულ წერტილზე, რომელიც საკმარისად ბევრია იმისთვის, რომ ყურადღება მივაქციოთ", – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
 
     ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს ფინეთში შეხვდნენ.
скачать dle 11.0фильмы бесплатно