,,არარეალურია მოლოდინი, ამერიკის მიერ რუსეთზე რამენაირი ზეწოლის"– ჯუმბერ კირვალიძე


      ,,არარეალურია მოლოდინი ამერიკის მიერ რუსეთზე რამენაირი ზეწოლის," – ამის შესახებ პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე აცხადებს. 
 
      ჯუმბერ კირვალიძემ პარალერი პოსტდამის 1945 წლის ივლისის შეხვედრასთან გაავლო და დასძინა, რომ ,,ამჯერად რუსეთი აშშ-სგან განსხვავებით, უკვე ფლობს ახალი თაობის ისეთ სარაკეტო სისტემას, რომლის წინააღმდეგ არსებული საჰაერო თავდაცვითი კომპლექსები უძლურნი არიან." 
 
     ,,ჰელსინკი, 2018 წლის ივლისი, ორმხრივი შეხვედრა უმაღლეს დონეზე. ისტორიული პარალელი - პოტსდამი, 1945 წლის ივლისი, სამმხრივი შეხვედრა უმაღლეს დონეზე. რა შუაშია - "ისტორიული პარალელი"? პოტსდამში, აშშ-ის პრეზიდენტმა ტრუმენმა სსრკ-ს მმართველს სტალინს პირველად, პირადად განუცხადა, რომ აშშ-მა წარმატებით გამოსცადა ბირთვული ბომბი, ანუ აშშ-ში უკვე ფლობენ მასობრივი განადგურების იარაღს, რაც სსრკ-ს არ გააჩნდა! სტალინმა არ შეიმჩნია, თუმცა მისთვის ცხადი გახდა, რომ მის მიერ დაგეგმილი მეორე მსოფლიოს ომის შემდგომი სამხედრო-პოლიტიკური გეგმები გადაიხედებოდა, რადგანაც სსრკ მდევრის როლში ჩავარდა, ვინაიდან იგი არ ფლობდა ატომურ იარაღს!
     
     ამდაგვარი სიტუაცია განმეორდა ჰელსინკშიც, ოღონდ პირიქით, ამ შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტს ტრამპს პირადად აცნობა ის, რაც რამოდენიმე თვის წინ საჯაროდ განაცხადა, რომ რუსეთი აშშ-სგან განსხვავებით, უკვე ფლობს ახალი თაობის ისეთ სარაკეტო სისტემას, რომლის წინააღმდეგ არსებული საჰაერო თავდაცვითი კომპლექსები უძლურნი არიან, მათ შორის ამერიკულებიც და მდევარის როლში, ამჯერად ვაშინგტონია! აქედან გამომდინარე, ყოველგვარი მიკერძოების გარეშე და ობიექტურად შეიძლება დავასკვნათ, რომ არარეალურია მოლოდინი ამერიკის მიერ რუსეთზე რამენაირი ზეწოლისა, ეს გამორიცხულია ზევით მოტანილი არგუმენტირებული მიზეზის გამო, რომელიც "რკინის ლოგიკას ეფუძნება"– დასძენს ჯუმბერ კირვალიძე.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно