,,პუტინის ყურება როდესაც იგი იტყუება, არ არის ჩემთვის ახალი"– სააკაშვილი


     „ვლადიმერ პუტინი არა მარტო შემოიჭრა ჩემს ქვეყნაში, არამედ ერეოდა საქართველოს შიდა საქმეებში, აგზავნიდა სადაზვერვო სამსახურების მუშაკებს და ახორციელებდა ყალბი ინფორმაციის გავრცელებას,"-ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ფოქს ნიუსთან" პირდაპირ ეთერში განაცხადა. 
 
     სააკაშვილის თქმით, პუტინის ყურება, როდესაც იგი იტყუება მისთვის ახალი არაა.
 
      ,,გრუ-ს თანამშრომლებმა შეაღწიეს ჩვენს სასჯელაღსრულების სისტემაში და ყალბი ვიდეო ჩანაწერების გავრცელება მოახდინეს. მე მას ერთხელ ვკითხე პირისპირ შეხვედრისას, რატომ იტაცებენ საქართველოს ტერიტორიიდან რუსები ხალხს, რაზეც მან მიპასუხა, რომ ისინი საკუთარ თავს იტაცებენ.

     ,,პუტინის ყურება როდესაც იგი იტყუება, არ არის ჩემთვის ახალი. ის ჯერ ამბობს რომ არ აქვს ინფორმაცია შეერთებულ შტატებში არჩევნებში ჩარევაზე, შემდეგ კი დეტალურად ყვება ამის შესახებ. ის ამბობს რომ არაფერი იცის სკრიპალების შესახებ, რასაც ასევე ლიტვინენკოსა საქმესთან დაკავშირებით აცხადებდა, თუმცა ბრიტანულმა გამოძიებამ შემდგომში დაადასტურა რომ ეს რუსეთის ჩადენილია და რომ მსგავსი ქმედება პირადად პუტინის ბრძანების გარეშე არ ხდება,”-განაცხადა სააკაშვილმა.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно