,,საქართველო ამერიკის პოლიტიკური დღის წესრიგში საკმაოდ მოწინავე ადგილზეა"– ზალკალიანი


     საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან აქვს უპრეცენდენტო მხარდაჭერა და ამას მიუთითებს კონგრესში ჰელსინკის კომისიაში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის 10 წლისთავთან დაკავშირებული მოსმენა.

     მისივე თქმით, ბოლო პერიოდში აშშ-ს მტკიცე, ორპარტიული მხარდაჭერა გამოიხატა არა მხოლოდ მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მზარდ დინამიკაში, არამედ კონკრეტულ საკანონმდებლო ინიციატივებში, განცხადებებსა თუ დეკლარაციებში. ის რომ ამერიკის კონგრესში, სადაც ჩვენ გვაქვს ორპარტიული მხარდაჭერა მუდმივად ისმის საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები და ჰელსინკის კომიტეტშიც მოსმენა ამის დასტურია, მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო ამერიკის პოლიტიკური დღის წესრიგში საკმაოდ მოწინავე ადგილზეა და ჩვენ მომავალშიც მივმართავთ ძალისხმევას საქართველოს საკითხზე საერთაშორისო თანამეგობრობის და ჩვენი უმთავრესი პარტნიორის აზრის კონსოლიდაციისათვის"-განაცხადა მინისტრმა.
 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно