,,რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მოგვარებისათვის, აუცილებელია - ორივე სახელმწიფოს "პოლიტიკური ნება"–კირვალიძე


     დღეს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, თავის ინტერვიუში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, ციტატა:"ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ რუსეთ-საქართველოს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები სრულმასშტაბიანად აღდგეს. ეს სრულად პასუხობს ქართველი და რუსი ხალხის საფუძვლიან ინტერესებს და რუსეთის მხრიდან არანაირი დაბრკოლება არ არსებობს. ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ თბილისის პოლიტიკურ ნებასა და რეალიზმზე"!

     -  ძალიან კარგი განცხადებაა მასმედიისთვის, მაგრამ აქ "გასაშიფრია" ეს ფრაზა, თუ რას გულისხმობს რუსეთი ამ სიტყვებში:".. ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ თბილისის პოლიტიკურ ნებასა და რეალიზმზე"!
- მიმაჩნია, რომ:

     1) რუსეთ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების სრულმასშტაბიანი აღდგენისათვის, - მხოლოდ "საქართველოს პოლიტიკური ნება" საკმარისი არ არის, რადგანაც სიტყვა "ორმხრივი" გულისხმობს იმასაც, რომ ამისთვის აუცილებელია "რუსეთის პოლიტიკური ნებაც"! წინააღმდეგ შემთხვევაში, რადგანაც მოცემულ განცხადებაში რუსეთი სიტყვას არ ძრავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი ამ განცხადებაში ნახსენებ სიტყვა - "რეალიზმზე", - დაკავშირებით, ანუ აქ, რუსეთი ხომ არ გულისხმობს მის მიერ არაერთხელ გახმოვანებულ პოზიციას იმის თაობაზე, რომ საქართველო უნდა შეეგუოს - "ახალ რეალობას", - აფხაზეთის და ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" "დამოუკიდებლობას" და საქართველოს იურისდიქციაში ამ რეგიონების დაბრუნებაზე, "ფიქრიც კი უნდა შეწყვიტოს"?!

     2) ამიტომ, აუცილებელი ორმხრივი კონტაქტი მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს შორის, რადგან მასმედიით ასეთი სერიოზული საკითხების განხილვა და მოგვარება არ ხდება! 

     3) ჩემი აზრით, ორივე სახელმწიფო, რუსეთიც და საქართველოც ვერ შეთანხმდებიან გეოპოლიტიკური კომპრომისული გადაწყვეტილებების გარეშე და ამიტომ, პირველივე შეხვედრისას უნდა გაირკვეს ის, თუ რა კომპრომისებზე შეუძლიათ მათ "წავიდნენ"! ანუ, სერიოზული კომპრომისების შედეგად უნდა მოხდეს რუსეთის და საქართველოს "პოლიტიკური ნებელობების" (ნებების) თანხვედრა, ერთდროულად და მტკიცე გარანტიების საფუძველზე (საერთაშორისო მონიტორინგის მეთვალყურეობით)! საქართველოსთვის უმთავრესია, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება, აფხაზეთ-ცხინვალის რეგიონის "დამოუკიდებლობების" უკან გაწვევა (დეზავუირება) და დეოკუპაცია! რუსეთისთვის უმთავრესია, საქართველოს მიერ ნატო-ს სამხედრო ალიანსში გაწევრიანებაზე უარის თქმა, საქართველო-ნატო-ს კომისიის ფუნქციონირების შეწყვეტა და საქართველოს სამხედრო-ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფოდ გამოცხადება (კონსტიტუციაში შესაბამისი მუხლის ჩაწერა)!!!

     პოლიტოლოგი,
     ჯუმბერ კირვალიძე
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно