ჟურნალისტი ბონდი მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
გიორგი გახარიას, გარდა იმისა, რომ შიდასახელისუფლებო და პარტიულ ფრონტზე უწევს ბრძოლა, ნარკობიზნესის მამებიც ებრძვიან! მათი პროპაგანდისტია გვარამიაც და კლუბების მეპატრონეებიც ამ სქემაში არიან!
სააკაშვილი ცდილობს, ამ ვითარებით ისარგებლოს და ნარკობარიგებს პრეფერენციებს ჰპირდება, თუკი გახარიას მოშორებაში დაეხმარებიან, რაც საბოლოოდ ხელისუფლების დასუსტებით და 2020 წელს ნაცსექტის დაბრუნებით დამთავრდება!
გაიხსენეთ, 2001 წლის ნოემბრიდან როგორ დაასუსტეს შევარდნაძის ხელისუფლება ქუთათელაძე-თარგამაძე-მეფარიშვილის გადადგომით და 2002 წლის თებერვლიდან საჯაიას (თვით)მკვლელობით!
გაიხსენეთ, როგორ გადავიდნენ ოპოზიციაში დემონსტრაციულად, როგორ უტევდნენ და მიზანმიმართულად ასუსტებდნენ ხელისუფლებას მუდმივი დემორალიზებით სწორედ "რუსთავი2"-ის გადაცემებით და 2 წელიწადში აბსოლუტური ძალაუფლებაც ჩაიგდეს ხელში იმავე "რუსთავი 2"-ის დახმარებით!
ახლაც ამ სქემით მუშაობენ, ოღონდ ნარკობიზნესის დახმარებით - ისინი საერთო ინტერესმა გააერთიანა!
გახსოვთ ალბათ, სააკაშვილ-ბოკერია-მერაბიშვილ-ადეიშვილის სასტიკი რეჟიმის პირობებში საქართველოში 250 000 ნარკომომხმარებელი იყო (ახლაც ასეა). საიდან იღებდნენ წამალს?! ვის შემოჰქონდა და ვინ მფარველობდა მათ?! როცა სააკაშვილის სპეცსამსახურებმა ისიც კი იცოდნენ, სამზარეულოში ვინ რას ლაპარაკობდა, რატომ არ აღკვეთეს?!
სააკაშვილისთვის ნარკობიზნესი ორმაგი შემოსავლის წყარო იყო - მათგანაც ფინანსდებოდა და ნარკომომხმარებლების ოჯახებსაც ატყავებდა საპროცესოებით, რაც უზრუნველყოფილი იყო კრედიტებით საბანკო სექტორის დახმარებით! დაფიქრდით, ქვეყანა მორიგი საფრთხის წინაშეა და, - დაფიქრდით!"- წერს ბონდო მძინარაშვილი.