,,მე ვიქნები ვლადიმერ პუტინის ყველაზე დიდი მტერი ვინც კი მას ოდესმე ჰყოლია"–ტრამპი


      ,,მე ვიქნები ვლადიმერ პუტინის ყველაზე დიდი მტერი ვინც კი მას ოდესმე ჰყოლია,"– ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია CNBC- სთან ინტერვიუში ისაუბრა. 
 
       ტრამპის თქმით, ის გაცილებით მკაცრია რუსეთის მიმართ, ვიდრე სხვა პრეზიდენტები.
 
     „მე გაცილებით მკაცრი ვარ რუსეთის მიმართ ვიდრე რომელიმე სხვა პრეზიდენტი წლების განმავლობაში. გერმანიასთან დიდი ჩხუბი მქონდა იმის გამო რუსეთისგან ბუნებრივ აირს იღებს და მილიარდობით დოლარს უხდიან. ეს არ არის პოზიტიური რუსეთისთვის. შეხედეთ სანქციებს, რომლებიც რუსეთს დავუწესე, დიპლომატებს რომლებიც ქვეყნიდან გავაგდე და ყველაფერს რაც უკვე გავაკეთე.

     ობამას მსგავსი არაფერი არ გაუკეთებია, ის მხდალი იყო რუსეთთან მიმართებაში. ნორმალური ურთიერთობები პრეზიდენტ პუტინთან და რუსეთთან პოზიტიური ფაქტია და არა ნეგატიური. თუკი ეს არ იმუშავებს, მე ვიქნები ვლადიმერ პუტინის ყველაზე დიდი მტერი ვინც კი მას ოდესმე ჰყოლია,”-განაცხადა დონალდ ტრამპმა.

     ამ ინტერვიუდან რამდენიმე საათში კი, დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინი ვაშინგტონში მიიწვია .

скачать dle 11.0фильмы бесплатно