"ტრამპი, მონტენეგროს ნატო-ში წევრობის გამო შეშფოთებულია და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას დაუჭერს მხარს"?!- პოლიტოლოგი


     აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, 17 ივლისს "ფოქს ნიუსთან” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მონტენეგრომ შესაძლოა ნატო მესამე მსოფლიო ომში ჩართოს! - "მონტნეგრო პატარა ქვეყანაა, მამაცი და აგრესიული ხალხით. და გილოცავთ, თქვენ მესამე მსოფლიო ომში ხართ ჩართული... ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წესდების მე-5 მუხლი მისი წევრების კოლექტიურ თავდაცვას გულისხმობს, ამიტომ, ნატოს მოუწევს მონტენეგროს დაცვა”, – განაცხადა ტრამპმა. 

     მონტენეგრო (ჩერნოგორია) 2017 წელს გახდა ნატო-ს 29-ე წევრი ქვეყანა. მონტენეგროს ნატო-ში გაწევრებას რუსეთი ეწინააღმდეგებოდა და იგი ჯერჯერობით უკანასკნელი სახელმწიფოა, რომელიც გაწევრიანდა ნატო-ში! 

     კიდევ ერთხელ, განმარტებისთვის, სწორედ ამ ქვეყანაზე ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომ მონტენეგროს ნატო-ში წევრობა შესაძლებელია 3-ე მსოფლიო ომის მიზეზი გახდეს, რადგანაც ნატო-ს წესდების 5-ე მუხლი ითვალისწინებს ნებისმიერი მისი წევრის დაცვას, ალიანსის ყველა წევრის მიერ! ანუ, ტრამპი იმის გამოა შეწუხებული, რომ ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მდებარე ეს სახელმწიფო, რომელიც ათასობით კილომეტრით არის დაშორებული რუსეთისგან, რუსეთთან კონფლიქტის მიზეზი არ გახდეს!.. ყველასთვის ცნობილია, რომ, რუსეთი ეწინააღმდეგება ნატო-ს ალიანსის გაფართოებას და მითუმეტეს, მისი მოსაზღვრე ქვეყნების ალიანსში შესვლას, მათ შორის საქართველოსი! აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ამ განცხადების შემდეგ, როგორ გგონიათ, იგი საქართველოს ნატო-ში მიღებას დაუჭერს მხარს, თანაც, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან ერთად?! 

     ზოგიერთი გამყიდველი ქართველი პოლიტიკოსები, დემაგოგიური გამოსვლების დროს იმასაც "გვაპარებენ", რომ ნატო-ს 5-ე მუხლის შეჩერების პირობებში, ჯერ უაფხაზეთოდ და უცხინვალოდ შევიდეთ ნატო-ში და შემდეგ აფხაზეთსა და ცხინვალსაც შემოვიერთებთ-ო!?

     P.S. ქართველებო! ნუ დაიბრმავებთ და დაიყრუებთ თავს, ცოდვას ნუ დაიდებთ კისერზე, რომელიც მომავალში თქვენს შთამომავლებზე გადავა! საღად შეფასეთ და გაანალიზეთ ყოველივე, რაღაც გამყიდველური პოლიტიკური და ეკონომიკური დაპირებების სანაცვლოდ, არ დათმოთ საქართველოს მიწა-წყლის არცერთი გოჯი!!
ჯუმბერ კირვალიძე, 
პოლიტოლოგი
скачать dle 11.0фильмы бесплатно