გიორგი მღებრიშვილმა თანამდებობა დატოვა


     საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი გიორგი მღებრიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
 
     გიორგი მღებრიშვილმა პრემიერ–მინისტრს განცხადებით მიმართა, მამუკა ბახტაძემ აღნიშნული გადაწყვეტილება დააკმაყოფილა.
 
    მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მღებრიშვილს საკუთარი ნებით არ მიუღია, მას თანმდებობის დატოვება ახალმა პრემიერ–მინისტრმა მოსთხოვა. 
 
     „საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი გიორგი მღებრიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მღებრიშვილმა განცხადებით გადადგომის შესახებ პრემიერს დღეს თავად მიმართა. მამუკა ბახტაძემ აღნიშნული განცხადება დააკმაყოფილა,"- აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში.
 
     საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის მოვალეობას შალვა ხუციშვილი შეასრულებს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно