,,შავგულიძე გირგვლიანის საქმეში თამაშის მონაწილე იყო"– ამის შესახებ ,,ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია ,,იმედის ეთერში განაცხადა.
ივანიშვილის თქმით, სააპელაციო სასამართლოში შავგულიძემ საქმე არ გაასაჩივრა, რის გამოც მოსამართლე ლევან მურისიძეს უფლება არ ჰქონდა დამნაშავეებისთვის შვიდ წელზე მეტი მიესაჯა.
"თუ ახსენებ მურუსიძეს, იმ წუთში მოგდის გირგვლიანი და ასოცირებაც მოდის, რომ მურუსიძემ მოკლა გირგვლიანი. მათი ძირითადი ადვოკატი ვინც გახლავთ, ასოცირდება როგორც გმირი, რომელმაც სიმართლის დაგვირგვინება მოახდინა სტრასბურგის სასამართლოში. ყველაზე მაგარ ადვოკატს, რომელიც გმირად გამოცხადდა საქართველოში, ავიწყდება აპელაციაში შეტანა, მაგრამ ადეიშვილს შეაქვს, როგორ მოგწონთ? ადეიშვილი, მთელი გუნდი, რომელიც ზრუნავს და ციხეში მოუწყეს ორგიები, რატომღაც ზრუნავს, რომ ერთი წელი დაუმატონ ამათ, სასამართლო უარს ამბობს, რომ ერთი წელი დაუმატოს. უზენაესში ადის, უზენაესი მოსამართლეა მურისიძე. მურისიძეს არ აქვს ვარირების საშუალება, კანონმდებლობას ვერ გადაახტება.
"დღეს შარს სდებენ მურუსიძეს და მას ახსენებენ, რომ გირგვლიანის საქმე პირველ ინსტანციაში უნდა დაებრუნებინა, რამეთუ ეს სასჯელი არ იყო საკმარისი იმ მკვლელობისთვის რაც იქ მოხდა. ამის უფლებაც არ ჰქონდა მურუსიძეს. იცით რატომ? იმიტომ, რომ შავგულიძემ თავის დროზე არ დაწერა აპელაცია. სად მივიდა დღეს შავგულიძე თუ ვნახავთ, ის რაც მეგონა რომ მას გამოეპარა და შეცდომა დაუშვა, როცა არ დაწერა, ასე არ ყოფილა ის იყო თამაშის მონაწილე," -ამბობს ივანიშვილი.