დღეს ლგბტ თემი აქციას კანცელარიასთან გამართავს


     დღეს 19. 00 სთ–ზე  ჰომოფობიის და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით გარკვეული ჯგუფი აქციას კანცელარიასთან გამართავს.
 
     ,,თუ აქციაზე წამოსვლას აპირებთ მეტი უსაფრთხოებისთვის დაგვირეკეთ შემდეგ ნომერზე: 568 59 59 05 წამომსვლელთასაყურადღებოდ: ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო უსაფრთხოების სრულ გარანტიას ვერ გვაძლევს, გთხოვთ, მაქსიმალურად იზრუნოთ საკუთარ უსაფრთხოებაზე",– ნათქვამია განცხადებაში.
 
      მთავრობის ადმინისტრაციასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები.