ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას უშიშროების სამსახურის რეფორმას სთხოვს


     ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას უშიშროების სამსახურის რეფორმას სთხოვს.

     დოკუმენტში, რომელიც ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, ბრიუსელი თბილისს მოუწოდებს, სუსიდან ანტიკორუფციული სამსახური გამოყოს. 

     მათი თქმით, არსებობს დიდი რისკი, რომ უშიშროების სამსახური განუსაზღვრელ ძალაუფლებას რეპრესიული პოლიტიკისთვის გამოიყენებს.

     „ევროპარლამენტი აღნიშნავს კმაყოფილებას საქართველოს კორუფციასთან ბრძოლის შედეგების მიმართ. აფასებს, რომ საქართველო განაგრძობს ანტიკორუფციული სტრატეგიისა  სამოქმედო გეგმის შესრულებას. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს, უზრუნველყოს ანტიკორუფციული სააგენტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოყოფა.

     "ევროპარლამენტი დაჟინებით მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შექმნას ეფექტური მექანიზმი ძალოვანი უწყებების თანამშრომელთა მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტების გამოსაძიებლად.

     "ევროპარლამენტი მიესალმება სასამართლო რეფორმის პროგრესს, მოუწოდებს სასამართლო სისტემის უფრო მეტი გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის უფრო მეტი გაუმჯობესებისკენ," - ნათქვამია ანგარიშში.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/112418