,,ბიძინა ივანიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი არ აქვს"– კობახიძე


     ,,ბიძინა ივანიშვილს, ჩემი ინფორმაციით, არ აქვს სურვილი, რომ მონაწილეობა მიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.
 
      მისი თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატად რამოდენიმე ადამიანი განიხილება, მათ შორის ცნობადი სახეები.

     „სავარაუდოდ, ამ კვირის ბოლოს გვექნება კონსულტაციები საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით. ამის საფუძველზე ჩამოყალიბდება ჩვენი პოზიცია რა სახით ვმონაწილეობთ არჩევნებში. რამდენიმე კანდიდატი განიხილება, ასევე ვმსჯელობთ ჩვენი პარტიის სახე უნდა იყოს თუ არა. ეს კონცეპტუალური საკითხია. რა თქმა უნდა, რაც უფრო ცნობადია სახე უკეთესია, თუმცა აბსოლუტური კრიტერიუმი ეს ვერ იქნება," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно