ანდრეს მამიკინსი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შეხვდა


     საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპარლამენტის მომხსენებელი ანდრეს მამიკინსი საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შეხვდა.
 
     „ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, რადგანაც ბატონმა მამიკინსმა უნდა შეადგინოს ანგარიში საქართველოში მდგომარეობის შესახებ. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ პრობლემებზე, რომელიც არსებობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ის რომ მუდმივად არის პროვოკაციები და ხდება საქართველოს მოქალაქეების გატაცება. ვისაუბრეთ იმ დემოკრატიული გამოწვევების შესახებ, რომლის წინაშეც დგას საქართველო. კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი, რომ საქართველოს მოსახლეობა არის სრულიად ერთიანი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დროულად გაწევრიანდეს საქართველო ევროკავშირში და ეს სარგებელი მიიღოს ჩვენმა თითოეულმა მოქალაქემ", - განაცხადა ფრაქციის მდივანმა თინათინ ბოკუჩავამ.
скачать dle 11.0фильмы бесплатно