ფრენების როგორც შეჩერება, ასევე აღდგენა ცალმხრივი გადაწყვეტილებაა - გია ვოლსკი


     უმჯობესია, შეხვედრის შემდეგ ვისაუბროთ, თუ რას ეტყვის ელჩი ვიცე-პრემიერს და რა პასუხს გასცემს ვიცე-პრემიერი, იმაზეც ვისაუბროთ, საერთოდ შეიძლება თუ არა მისვლის და განცხადების დემარშად მონათვლა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ფრენების როგორც შეჩერება, ასევე აღდგენა ცალმხრივი გადაწყვეტილებაა.


     „მაშინ, როცა ფრენები აღდგა, გარკვეული რეჟიმის დაწესებას და ფრენების შეწყვეტას კონკრეტული სახელი ჰქვია და ამას შეიძლება კონკრეტული შედეგებიც მოჰყვეს – სანქციები. სანქციების რეჟიმში შესვლა მაშინ, როცა რუსეთთან ისედაც ურთულესი ურთიერთობა გვაქვს, ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიები, განსხვავებით ევროპული ქვეყნებისგან, რომელთაც დიპლომატიური ურთიერთობები გააჩნიათ და თან სერიოზულ და მასშტაბურ სავაჭრო ურთიერთობებსაც ინარჩუნებენ. ამ თემის განხილვა აუცილებელია და, ვფიქრობ, პროცესია, რომლის განმავლობაშიც მუდმივი კონსულტაციები უნდა გვქონდეს, მათ შორის, ევროპელ პარტნიორებთან“, – განაცხადა ვოლსკიმ.


     ცნობისთვის, ევროკავშირის ქვეყნების ელჩები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს ხვდებიან. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ელჩები მინისტრს რუსეთთან ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით დემარშს გადასცემენ.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно