„ახლა უკვე ეჭვგარეშეა, რომ ისრაელი ფაშისტური და რასისტული სახელმწიფოა"– ერდოღანი


      თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისრაელს ფაშისტური სახელმწიფო უწოდა.
 
      რეჯეფ თაიფ ერდოღანი ებრაული პარლამენტის მიღებულ კანონს ,,ებრაული სახელმწიფოს შესახებ" გამოეხმაურა. მისი თქმით, აღნიშნული კანონი „სიონიზმის ფაშისტურ იდეას გამოხატავს."
 
     „ახლა უკვე ეჭვგარეშეა, რომ ისრაელი ფაშისტური და რასისტული სახელმწიფოა. ისრაელი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ღაზას სექტორში მძიმე ჯავშანტექნიკას, სამხედრო ავიაციას და ტანკებს იყენებს. ასე მხოლოდ ფაშისტური ქვეყნები იქცევიან", – განაცხადა ერდოღანმა.
 
     ისრაელის პარლამენტში 18 ივლისს „ებრაული სახელმწიფოს" შესახებ კანონი მიიღეს. კანონის თანახმად, ისრაელის ტერიტორია ებრაელი ხალხის ისტორიულ მიწად განიხილება, ხოლო დედაქალაქად იერუსალიმი ცხადდება.

     „ისრაელის მიწა ებრაელი ხალხის ისტორიული სამშობლოა, სადაც ისრაელის სახელმწიფო დაარსდა", – ამ სიტყვებით იწყება კანონი, რომელიც გვიან ღამით, 8-საათიანი განხილვის შედეგად მიიღეს. კანონს 62-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 55 კი წინააღმდეგი იყო.

скачать dle 11.0фильмы бесплатно