,,ნატო-ს ფარგლებში საქართველოსთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია"– ფაშინიანი


     ,,ნატო-ს ფარგლებში საქართველოსთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია,"– ამის შესახებ, ნიკოლ ფაშინიანმა ,,ეხო მასკვასთან" ისაუბრა. 
    
      ფაშინიანის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სომხეთს და საქართველოს განსხვავებული საგარეო პოლიტიკა აქვთ, ნატოსთან თანამშრომლობა მხოლოდ რეგიონალური მნიშვნელობისაა.
 
     „ჩვენ უკვე არა ერთი წელია, ვთანამშრომლობთ ნატო-სთან, ეს ასე გაგრძელდება და ეს არ არის თანამშრომლობა ვინმეს წინააღმდეგ. ეს არის რეგიონული თანამშრომლობა, ამის ფარგლებში ვთანამშრომლობთ საქართველოსთანაც, რადგან სამწუხაროდ, ჩვენ და საქართველოს ამ მიმართულებით განსხვავებული საგარეო პოლიტიკა გვაქვს. აუცილებელია სიტუაციის დაბალანსება, ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ნატო-ს ფარგლებში საქართველოსთან თანამშრომლობა”, – განაცხადა ფაშინიანმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно