,,ქართულმა ოცნებამ" დამოუკიდებელ კანდიდატს მხარი არ უნდა დაუჭიროს" - ქუცნაშვილი


     პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით საუბრობს. ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, უმჯობესი იქნება, თუ „ქართულ ოცნებას" საკუთარი კანდიდატი ეყოლება.

     ქუცნაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მმართველი გუნდი საკუთარ საპრეზიდენტო კანდიდატს არ წარადგენს, მაშინ არც დამოუკიდებელ კანდიდატს უნდა დაუჭიროს მხარი.

     „სასურველია, რომ „ქართულ ოცნებას" ჰყავდეს საკუთარი პრეზიდენტობის კანდიდატი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ „ქართულ ოცნებას" არ ეყოლება თავისი კანდიდატი, ამ შემთხვევაში, უფრო უპრიანია, რომ "ქართული ოცნება" საერთოდ არ ჩაერიოს საპრეზიდენტო არჩევნებში და ოპოზიციურმა კანდიდატებმა ერთმანეთთან შეჯიბრში გამოავლინონ საუკეთესო. ასე ვფიქრობ, ვიდრე ის, რომ ავირჩიოთ შუალედური ვარიანტი, შუალედური ვარიანტის სახით მხარი დავუჭიროთ დამოუკიდებელ კანდიდატს და ფაქტობრივად, მივეხმაროთ რომელიღაც სხვას," - განაცხადა ქუცნაშვილმა.
скачать dle 11.0фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/110016