,,გიორგი ბარათელი საქართველოდან, საბერძნეთის გავლით გაიყვანეს" – რუსუდან შარაძე


     ,,გიორგი ბარათელი საქართველოდან, საბერძნეთის გავლით გაიყვანეს,"– ამის შესახებ, აკდემიკოს გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში წერს:
 
     ,,ოფიციალური, დადასტურებული ინფორმაცია: 2018 წლის აპრილის თვეში, მას შემდეგ, რაც ,,პრაიმტაიმში" ე.წ. პრესკონფერენცია გავმართე და პირველად, საჯაროდ ვილაპარაკე, თუ რა ვითარებაა სუსსა და პროკურატურაში გურამ შარაძის მკვლელობის საქმის ირგვლივ, გიორგი ბარათელი საქართველოდან, საბერძნეთის გავლით, საზღვარგარეთ გაიყვანეს. დანარჩენი - მალე!
 
     დარწმუნებული ვარ, სადაც არ უნდა იყოს, მსოფლიოს ნებისმიერ კუნჭულში, გიორგი ბარათელი, დროდადრო, იხედება ჩემს გვერდზე.თუ არადა, ძმა მაინც ეტყვის: გიო, არ შეგეშინდეს, რომ ისტერიულად გეძებდნენ ეს დღეები საქართველოში. პროკურატურა ამას ჩემი მოთხოვნით აკეთებს. თუ რატომ, რისთვის - თუ შემეხმიანები, დეტალურად გიამბობ და ვიცი, გაგიხარდება. ყველაფერი არის და იქნება იმაზე კარგად, ვიდრე წარმოგიდგენია შენც და სხვასაც. თუ არ გამოჩნდები, მე მაინც გავაკეთებ ყველაფერს, რაც ჩაფიქრებული მაქვს. იყავი, სადაც ხარ, მშვიდად და კარგად. მე დავამტკიცებ, რომ შენ არ ხარ მამაჩემის მკვლელი"– წერს რუსუდან შარაძე.
 
     შეგახსენებთ, რომ გურამ შარაძის მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი ბარათელმა საპატიმრო დაწესებულება 2017 წლის 17 ნოემბერს დატოვა.
скачать dle 11.0фильмы бесплатно