,,ნარკომანია არის სატანიზმის მთავარი ნაწილი, ასეთმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ის არის ავადმყოფი"– დეკანოზი დავითი


       „უპირველეს ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ ნარკომანია არის სატანიზმის მთავარი ნაწილი, ეს არის სატანის რიტუალის მთავარი ნაწილი, ბოროტ ძალებთან ურთიერთობა"- ამის შესახებ დეკანოზმა დავით ქვლივიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საპასუხოდ განაცხადა. 
 
     მისი თქმით, ადამიანი რომელიც ნარკოტიკს მოიხმარს არის ავადმყოფი და მას მთელ რიგ სამსახურებში მუშაობა უნდა აეკრძალოს.
 
     ,,ეს იწვევს სულიერ დეგრადირებას, ასევე ფიზიკურ განადგურებას. ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ საჭესთან თუ დაიჭერ აუცილებლად უნდა აუკრძალო მართვა. ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ არ შეიძლება იყოს ადამიანი, ვინც არის სამხედრო, ბავშვებთან ვისაც აქვს ურთიერთობა, ძალოვან სტრუქტურებთან და ყველაზე მთავარი, უნდა იცოდეს რომ ასეთი ადამიანი, მისი შრომითი წარმატება არის ძალიან დაბალი. ასეთ კაცს უნდა მისცე ნახევარი ან მესამედი ხელფასი, როგორც სხვა ქვეყნებშია. ამ ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ის არის ავადმყოფი და საზოგადოების არასრულფასოვანი წევრი. თუ უნდა, გახდეს სრულფასავოვანი წევრი, უნდა აიძულო, თავი რაღაცეები გამოასწოროს.

     ხშირად გვეუბნებიან, თქვენ დაჭერა გინდათო? არა, დაჭერა არ გვინდა. ადამიანი, რომელიც ნარკოტიკს ხმარობს, შეიძლება დააჯარიმო. თუ მუშაობს, ხელფასიდან ჩამოაჭრა, თუ არ მუშაობს, ათასი სამუშაოებია: გაზონების შელამაზება, საპირფარეშოების დასუფთავება, ბენზინის ჩამოსხმა", – აცხადებს დეკანოზი დავით ქვლივიძე.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно