,,10 წლის წინ იყო კიდევ ერთი ტალღა ვერაგული თავდასხმის"- მარგველაშვილი


      ,,10 წლის წინ იყო კიდევ ერთი ტალღა ვერაგული თავდასხმის,"– ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა მუხათგვერდის სასაფლაოზე განაცხადა, სადაც მან ომში დაღუპულებს პატივი მიაგო. 
 
      მარგველაშვილის განცხადებით, დღეს ქვეყნის გამარჯვების და გამთლიანების დიდი შანსი არსებობს.
     
      „10 წელი გავიდა აგვისტოს ტრაგედიიდან, კიდევ ერთხელ მინდა ყველას შევახსენო, რომ ეს არ იყო პირველი თავდასხმა თავისუფალ საქართველოზე. პირველად რუსეთი შეეცადა დავესაჯეთ ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე წლებში. ეს იყო 90-იანების ომი, რომელსაც რუსეთი აწარმოებდა როგორც აფხაზეთში, ისევე ცხინვალის რეგიონში, 10 წლის წინ იყო კიდევ ერთი ტალღა ვერაგული თავდასხმის. დღეს, როდესაც ვფიქრობ წარსულზე, ჩვენ ვხედავთ, რომ გამარჯვება და ქვეყნის გამთლიანება უფრო ახლოს არის, რადგან არ გამტყდარა არც ჩვენი მორალი, არც ჩვენი რწმენა და მხარდამჭერების რაოდენობა გაზრდილია," -  განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно