,,მოვუწოდებ რუსეთს, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი სამხედრო დანაყოფები"– ბახტაძე


      პრემიერ–მინისტრი მამუკა ბახტაძე რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს სამხედრო დანაყოფები საქართველოს ტერიტორიიდან.
 
    ამის შესახებ, მამუკა ბახტაძემ დღვანდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. 
 
    „ამასთან ერთად, ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, რომ არსებობს სურვილები, აღდგეს საერთაშორისო ურთიერთობები. ბევრი სხვა ტიპის განცხადებაც მოვისმინეთ. ამაზე ჩვენი პასუხი ძალიან მარტივია – 2008 წელს ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას, შესაბამისად, მსურს, კიდევ ერთხელ მოვუწოდო რუსეთს, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი სამხედრო დანაყოფები საქართველოს ტერიტორიიდან. ეს იქნება სწორედ ყველაზე სწორი სიგნალი იმისთვის, რომ დავიწყოთ ჩვენი ურთიერთობების ნორმალიზება", – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно