არგენტინის დედაქალაქში თბილისის სკვერი გაიხსნება


     ბუენოს -აირესის ავტონომიური ქალაქის პარლამენტის გადაწყვეტილებით, არგენტინის დედაქალაქში თბილისის სკვერი გაიხსნება.
 
     აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ირაკლი ყურაშვილს ბუენოს-აირესის პარლამენტის წარმომადგენლებმა ამცნეს. არგენტინელ პარლამენტარებთან შეხვედრა საქართველოს საელჩოში გაიმართა.  

     ადგილობრივი პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ფრანცისკო კინტანამ საქართველოს ელჩს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად, ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს მიერ გამოცემული საზეიმო სიგელი გადასცა, რომლის  საფუძველზეც ბუენოს-აირესში თბილისის სახელობის სკვერი გაიხსნება. ელჩმა მადლობა გადაუხადა ბუენოს-აირესის პარლამენტს მიღებული გადაწყვეტილებისათვის.

     შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის არსებულ თანამშრომლობას და მათი განვითარების პერსპექტივებს. განსაკუთრებით გაესვა ხაზი საპარლამენტო დონეზე ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისა და ინტენსიფიკაციის მნიშვნელობას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს საქართველოსა და არგენტინას შორის ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას.
 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно