ანკარაში აშშ-ის საელჩოს ცეცხლი გაუხსნეს


     ანკარაში აშშ-ის საელჩოს ცეცხლი გაუხსნეს. ინფორმაციას თურქული გამოცემა Haberturk ავრცელებს.

     გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივი დროით, 05:00 საათზე აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენლობის მიმართულებით ოთხი  ან  ხუთი გასროლა განხორციელდა.

     თურქული მედია წერს, რომ გასროლა თეთრი ფერის მსუბუქი ავტომობილიდან მოხდა, რომელიც ათათურქის ბულვარის მიმართულებით მოძრაობდა. ტყვიები დიპლომატიური მისიის დამცავ პოლიციის ჯიხურს მოხვდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

     თურქეთსა და აშშ-ის შორის ურთიერთობები დაძაბულია. მიზეზი თურქეთში ამერიკელი პასტორის, ენდრიუ ბრანსონის დაკავება და თურქულ ალუმინსა და ფოლადზე აშშ-ის მიერ ტარიფების გაზრდაა.

 
скачать dle 11.0фильмы бесплатно