,,ახალი კონსტიტუცია გამორიცხავს ავტოკრატიის ჩამოყალიბების შესაძლებლობას"– კობახიძე


     „ჩვენ საბოლოოდ გადავდივართ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. ეს არის ასპექტები, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და გამორიცხავს ყოველგვარი სახის ავტოკრატიას,"– ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. 
 
     კობახიძის თქმით, ახალი კონსტიტუცია გამორიცხავს ავტოკრატიის ჩამოყალიბების შესაძლებლობას ნებისმიერი ფორმით.
 
     ,,აღნიშნული ამ კონსტიტუციის უმთავრესი მიღწევაა. კონსტიტუციის ამოქმედებასთან დაკავშირებით ჩვენ გადავწყვიტეთ დაგვებეჭდა კონსტიტუციის ახალი რედაქციის პირველი გამოცემა, რომელიც უნდა გახდეს სამაგიდო წიგნი პოლიტიკოსებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის და ნებისმიერი იმ ადამიანისთვის, რომელიც დაინტერესებულია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის.

     მთავარი სიახლე მდგომარეობს იმაში, რომ დღევანდელი, ჯერ კიდევ მოქმედი კონსტიტუცია, ასეთი პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში ავტორიტარიზმის ჩამოყალიბების შესაძლებლობას იძლევა. ამ მიზნით დაიწერა თავის დროზე, 2010 წელს ჯერ კიდევ მოქმედი კონსტიტუცია. ახალი კონსტიტუცია აბსოლუტური ფორმით გამორიცხავს ავტოკრატიის ჩამოყალიბების ყოველგვარ შესაძლებლობას, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება კონსტიტუციის დონეზე იქნება აბსოლუტური ფორმით გარანტირებული. ეს არის არსებითი და რადიკალური სხვაობა დღეს მოქმედი კონსტიტუციისგან და ეს არის ის მიღწევა, რომელიც უკავშირდება სწორედ მეცხრე მოწვევის პარლამენტს", – განაცხადა კობახიძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно