მამუკა ბახტაძე მთავრობის ადმინისტრაციაში გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს ხვდება


     პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის ადმინისტრაციაში გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს ხვდება. შეხვედრა ჯერ პირისპირ ფორმატში მიმდინარეობს, შემდეგ კი, გაფართოებული შემადგენლობით გაგრძელდება.

     გაფართოებულ შეხვედრაში გერმანიის მხრიდან ფედერალურ კანცლერთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ: სახელმწიფო მდივანი, სპიკერი შტეფენ ზაიბერტი; საქართველოში გერმანიის ელჩი ჰაიკე ფაიჩი, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კანცლერის მრჩეველი იან ჰეკერი, ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკის საკითხებში კანცლერის მრჩეველი ლარს ჰენდრიკ როელერი, ევროპული პოლიტიკის საკითხებში კანცლერის მრჩეველი უვე კორსეპიუსი, კანცელარიის სამხრეთ კავკასიის განყოფილების უფროსი მათიას ლიუტენბერგი.

     ქართული მხრიდან კი, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად, გაფართოებულ შეხვედრაში ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, გერმანიაში საქართველოს ელჩი ელგუჯა ხოკრიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი გიორგი ჭოლაძე, პრემიერ-მინისტრის აპარატის საგარეო ურთიერთობათა კოორდინაციის სამსახურის ხელმძღვანელი  ვახტანგ ქათამაძე მიიღებენ მონაწილეობას.

     შეხვედრის დასრულების შემდეგ ანგელა მერკელი და მამუკა ბახტაძე ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно