რუსი გიდები საქართველოს ისტორიასა და კულტურას ცინიკურად მოიხსენიებენ


     საქართველოში სამუშაოდ გიდები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან. მათი დიდი ნაწილი ქვეყანაში არარეგისტრირებულ კომპანიებს წარმოადგენენ და შესაბამისად, გადასახადსაც არ იხდიან.

     რესტორანი ტაჯ მაჰალი მეიდანზე მდებარეობს. კურიერის ინფორმაციით, იქ რამდენიმე ინდოელი გიდი არაოფიციალურად მუშაობს. სტუმრებს ისინი თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გიდობას უწევენ.

     საქართველოში არარეგისტრირებული გიდები ტურისტებს სოციალური ქსელით ეკონტაქტებიან და მათ ფოტოტურებს, ასევე ღირსშესანიშნავი ადგილების დათვალიერებას ინტენსიურად სთავაზობენ.

     არის შემთხვევები, როდესაც რუსი გიდები საქართველოს ისტორიასა და კულტურას ცინიკურად მოიხსენიებენ. ოკუპაციის თემაზე საუბარს კი ბევრი რუსი გიდი დუმილს ამჯობინებს.

     ბაზარზე სპეცილური რეგულაციის დაწესებას ითხოვენ ქართველი გიდები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ფიქრობენ, რომ ტურისტისთვის მიწოდებული ცრუ ან არასწორი ინფორმაცია ქვეყნის იმიჯზე იმოქმედებს.

     პრობლემის სასწრაფო მოგვარებას ითხოვენ საქართველოს ტუროპერატორთა ასოციაციაში,  სადაც მიიჩნიათ, რომ უცხოეთიდან ჩამოსული გიდები საქართველოს პოლიტიკურ რეალობას შეგნებულადაც ამახინჯებენ.
скачать dle 11.0фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/112159